1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
Wednesday, 23 July 2014

მოსწავლეთა საზოგადოებაში

ქცევის ეტიკეტი

 

  • ყოველთვის იზრუნეთ პირად სისუფთაველზე და იყავით მოწესრიგებული.
  • არანაკლებ საჭიროა ძირითადი წესების დაცვა საკუთარ ოჯახში გაკიცხვის ღირსია, ვინც გარეთ ზრდილობიანად იქცევა, ოჯახში კი უხეშობს.
  • ბინაში წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნავს ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მოზრდილი ბავშვებიც.
  • ოჯახის წევრებმა პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის ჩვევებსა და გემოვნებას. თუ შენ საწოლში კითხვა გიყვარს, საშუალება, მიეცი შენი ოჯახის წევრს, მოისმინოს ფეხბურთის მატჩის რეპორტაჟი თუ ხმაური შეგაწუხებს, უნდა მოითმინო.
  • მისალმებისას ნუ გააკეთებთ ზედმეტ მკვეთრ მოძრაობებს.
  • როდესაც ქალს ხელს ართმევთ, ქუდი უნდა მოიხადოთ ქუდი შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ დაიხუროთ, როდესაც ქალს ხელს გაუშვებთ.
  • ხელის ჩამორთმევის დროს აუცილებელია ხელთათმანის გახდა (ქალისთვის აუცილებელი არ არის) ცალთითა ხელთათმანი აუცილებლად უნდა გაიხადოთ, მათში ხელის ჩამორთმევა მოუხერხებელია.
  • ხელის ჩამორთმევის დროს ხელზე ხელის მოჭერა არ შეიძლება.
  • როცა მისალმებას აპირებთ, ხელი ბოლო მომენტში უნდა გაუწოდოთ და არა ხელგაწვდილი წახვიდეთ შესახვედრად.
  • ქუჩაში ჭუჭყიანი ფესაცმლით ნუ გახვალთ.ნუ ივლით ქანაობით,იარეთ წელში გამართული მყარი ნაბიჯებით.
  • ნუ გაიცინებთ ხმამაღლა, საზოგადოების თავშეყრის ადგილას გამომწვევად.
  • ცხვირს ხმამაღლა ნუ მოიხოცავთ.
  • მოერიდეთ ხელების ჟესტიკულაციას.
  • საცხოვრებელ ბინაში ქუდით ნუ შეხვალთ.
  • დაჯდომას ნუ იჩქარებთ.მოიცადეთ, ვიდრე ამას მასპინძლები შემოგთავაზებენ.
  • ნუ წამოწვებით სავარძელზე ან დივანზე.
  • საზოგადოებაში უარს ნუ იტყვით, თუ სიმღერა ან დაკვრა გთხოვეს.
  • თუ გსურთ, თქვენთან მეზობლად მჯდომ პიროვნებას გაესაუბროთ, სხვას ზურგს ნუ შეაქცევთ. თუ რაიმე ისეთის თქმა გნებავთ რისი თქმაც ხმამაღლა არ შეიძლება, შესაფერის დროს დაელოდეთ.
  • ეცადეთ საზოგადოებაში ყოფნისას ძირს არაფერი დაგივარდეთ, მაგრამ თუ ისეთი რამ მოხდა, ნუ აიღებთ მას, თუ ნივთი მნიშვნელოვანი ან ძვირადღირებული არ არის.
  • საუბრისას თანამოსაუბრის ყურადღების მისაქცევად, მას მხარზე ან ხელზე ნუ შეეხებით, ასევე, ნუ დაიჭერთ მას ღილით.
  • კარებში ჯერ ქალი უნდა გაატაროთ. გამონაკლისია მატარებლის, ავტობუსის და სხვა.ამ შემთხვევაში ქალბატონი უნდა გაატაროთ და დაეხმაროთ ადგილის დაკავებაში.გამოსვლისას კი-პირიქით ,ჯერ მამაკაცი გამოდის და ქალბატონს ჩამოსვლაში ეხმარება.
  • ყველას თქვენობით მიმართეთ. შენობით შეგიძლიათ მიმართოთ ძალზე ახლობელს და ნათესავებს, ასევე, ახლო მეგობრებს მათივე ნებართვით. უცხო ქალებს და მამაკაცებს შენობით ნუ მიმართავთ და პირიქით. თქვენობით მიმართვა ადამიანებს აიძულებს უფრო ზრდილობიანი იყვნენ.
  • ნუ ჩაერევით სხვების საუბარში, ნუ მოინდომებთ იმ ადამიანების გაცნობას, ვინც ამის სურვილს არ ამჟღავნებს.
  • მაღაზიაში ან დაწესებულებაში შესვლისას. იქ მყოფ აუცილებად მიესალმეთ. ზრდილობიანი ადამიანი ყოველთვის პირველი ესალმება.
  • თავსაბურავს ყველაზე ადრე იხდიან და ყველაზე ბოლოს იხურავენ.
  • ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართვისას ადამიანებს მხოლოდ სიტყვებით მიმართეთ, ხელებს ნუ გამოიყენებთ.
  • ცხვირსახოცის, კბილის საჩიჩქნის და და სხვა პირადი სარგებლობის ნივთები მალულად გამოყენება საჭირო არაა, მაგრამ ნურც მათ აფიშირებას დაიწყებთ.
  • სხვების ქცევის შესახებ შენიშვნებს ხმამაღლა ნუ  გამოთქვამთ.
  • ნუ დაბრძანდებით მაგიდასთან ძალიან შორს ან ახლოს. ნუ დაჯდებით სკამის კიდეზე და სუფრასთან ნუ ილაპარაკებთ.
  • იდაყვებს მაგიდაზე ნუ ჩამოაწყობთ.

მოსწავლეებისათვის

მასწავლებლებისათვის

მშობელთათვის

ამინდი

სასარგებლო ბმულები

  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner
  • Banner